გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახი აცხადებს, რომ მატი პრიორიტეტი იმის დადგენაა, განყოფილებამ რამდენად დაარღვია ლუკა სირაძის უფლებები.
ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სკოლის მხრიდან დანაშაულის ჩადენაც რომ დადგინდეს, ლუკას მიმართ პრობლემა შეიქმნა უშუალოდ განყოფილებაში და განყოფილებაში მიმდინარეობდა მასზე ძალადობა და იძულება.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ დედასთან ერთად მოხდეს პოლიციაში ლუკა სირაძის დაკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერების დათვალიერება, რათა გამოიკვეთოს, „რომელი პოლიციელი, რომელ მომენტში რა ქმედებას ახორციელებდა“.
„პრობლემა ის არის, რომ თუკი სკოლამ დაარღვია კანონი, თუკი სკოლამ უკანონოდ მოიპოვა მტკიცებულება - პირადი ინფორმაცია, პირადი მიმოწერა გადასცა გამომძიებელს... პრობლემა ლუკას ნაწილში, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა მუქარა და ძალადობა ანუ ის ფაქტი, რასაც ედავებიან უშუალოდ ამ მომენტში გამომძიებელს, ასევე რაზეც მშობელიც ლაპარაკობს და სხვა მოწმეც, რომ სამი, ოთხი პოლიციელი იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სახის იძულებაში, ამ ნაწილში პაუხისმგებელი არის პოლიცია. ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა არის, განყოფილებამ რამდენად დაარღვია თავისი უფლებები, რადგან თუნდაც სკოლის მხრიდან დანაშაულის ჩადენა რომ დამტკიცდეს და მტკიცებულებები პოლიციისთვის მართლაც სკოლას მიეწოდებინა, ლუკას მიმართ პრობლემა შეიქმნა უშუალოდ განყოფილებაში და განყოფილებაში მიმდინარეობდა მასზე ძალადობა და იძულება,“ - განაცხადა ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






