გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალებმა საფოსტო ყუთის ზომის მეტამფეტამინის კრისტალის 11 ტომარა ამოიღეს ახლო აღმოსავლეთში, რომელიც 3,3 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულებისაა. ინფორმაციას ავრცელებს BBC-ი.
ბრიტანული ფლოტის საესკადრო ნაღმოსანმა, HMS DEFENDER-მა საეჭვო მცირე ზომის კატარღა შენიშნა არაბეთის ზღვაში, რომელიც დიდი ალბათობით გამოიყენებოდა კონტრაბანდისა და ტრეფიკინგისთვის.
მეზღვაურებისა და საზღვაო ქვეითთა მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ მცურავ აპარატზე 131 კილოგრამის ნარკოტიკული ნივთიერება იყო განთავსებული.
ხომალდი მეთაურის თქმით, იგი ამაყია, რადგანაც დააკავეს მნიშვნელოვანი რაოდენობის ნარკოტიკები, რომლებსაც შესაძლოა ბრიტანეთამდეც ჩაეღწია.
ფლოტის ინფორმაციით, ჩანთებსა და ტომრებში ჩადებული მეტამფეტამინი 3,3 მილიონი ფუნტისაა.

მასალის გამოყენების პირობები






