“გამარჯობა დედამიწა, ეს ჩვენ ვართ, ბავშვები იდლიბიდან. რუსეთი გვკლავს“ ,- ამ სულისშემძვრელი შეტყობინებით მიმართავს მსოფლიოს ახალგაზრდა სირიელი ჟურნალისტი , მერნა ალჰასანი ტვიტერზე. იგი იდლიბში ცხოვრობს და რამდენიმე კვირის განმავლობაში იყენებდა საკუთარ მობილურ ტელეფონს, რათა ფოტოებითა და კონკრეტული განცხადებებით შეეტყობინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმ საზარელი სიტუაციის შესახებაც, რაც მიმდინარეობს აღნიშნულ რეგიონში. იგი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ხალხი გარბის და ტოვებს საკუთარ საცხოვრებელს სიცოცხლის გადასარჩენად.
1 კვირის წინ სირიის რეჟიმმა და რუსულმა ავიაციამ იდლიბის რეგიონში მასობრივი დაბომბვები განაახლა. იდლიბი უკანასკნელი ბასტიონია, რომელიც ამ დრომდე ამბოხებულებისა და ჯიჰადისტების კონტროლქვეშაა. ასადს კი ქვეყანაში სრული კონტროლის აღსადგენად მხოლოდ ზემოეხსენებული ტერიტორიის გათავისუფლება დარჩა.
სირიაში არსებული საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის პრეს-კოორდინატორის თქმით, ის გზატკეცილები, რომლითაც სირიელი მოსახლეობა ცდილობს გაექცეს მასობრივ შეტევებს, მუდმივად იბომბება რუსეთისა, სირიის პროსამთავრობო ძალების არტილერიისა და ავიაციის მიერ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ პერიოდშ განხორციელებული ავიარეიდების შედეგად დაიბომბა 100-მდე ადგილობრივი საავადმყოფო, თმცა ჯერ კიდევ ოპერირებს რამდენიმე მათგანი, რომელთა განახლება საერთაშორისო დახმარეის შედეგად მოხერხდა.
გაერთიანებული ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ პარასკევს 20 000 ადამიანი გაიქცა იდლიბის პროვინციიდან. 2019 წლის აპრილიდან, როდესაც განახლდა საჰაერო იერიშები 70 000-მა ადამიანმა დატოვა თავისი საცხოვრებელი ტერიტორია.

მასალის გამოყენების პირობები






