ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
მსოფლიო - 17:44, 23 Dec, 2019     1130

საუდის არაბეთში ხუთ ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო. ამის შესახებ წერს BLOOMBERG-ი. აღნიშნულმა ფაქტმა საუდის არაბეთის ურთიერთობა დაძაბა მნიშვნელოვან პარტნიორებთან.

11-იდან სამ ადამიანს, რომლებსაც აღნიშნულ მკვლელობაში თანამონაწილეობა დაუმტკიცდათ, 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სასამართლომ კიდევ 3 ადამიანი მკვლელობის ფაქტზე უდანაშაულოდ სცნო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუდ ალ-ქაჰთანი, რომელიც საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბილ სალმანის მთვარი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჩატარებული გამოძიებისა და დაკითხვის შედეგად უდანაშაულოდ სცნეს სამხილების არასკმარისი რაოდენობის გამო. გამოცემაში აღნიშნულია აგრეთვე ის ფაქტი, რომ დაზვერვის უმაღლეს თანამდებობაზე მყოფი თანამშრომელი, აჰმედ ალასირსაც დაატოვებინეს თანამდებობა, თუმცა მასაც ვერ დაუმტკიცდა ბრალი.

შეგახსენებთ, რომ არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის მმართველი დინასტიაზე კრიტიკული სტატიების ავტორი იყო 2018 წლის ორ ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ორი კვირის შემდეგ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში ჩხუბის დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ხაშოგი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42