ქართველ კანონიერ ქურდს, კახაბერ შუშანაშვილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მარსელში 2010 წელს მოწინააღმდეგე კლანის წევრის მკვლელობის დაკვეთის ფაქტზე. აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
47 წლის კრიმინალური ავტორიტეტი „კახა რუსთავსკი“ საფრანგეთში 10 წლიან საპატიმრო სასჯელს იხდიდა ბანდების საქმიანობის ორგანიზებისთვის. სასამართლოს მიერ შუშანაშვილისთვის განაჩენის გამოტანით დგინდება, რომ შუშანაშვილი ბრალდებულია ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობის დაორგანიზებისთვის.
ვლადიმერ ჯანაშია მოწინააღმდეგე კლანის ერთ ერთი გავლენიანი წევრი იყო, რომლის მკვლელობაც შუშანაშვილის დაჯგუფებამ სპეციალურად გაწვრთნილი ბოევიკების გამოყენებით ჯერ კიდევ 2010 წლის 14 თებერვალს სცადა ნიცაში, რა დროსაც დაახლოებით 60 ტყვია ესროლეს მის საცხოვრებელ ბინაში კარებს, რომელიც დაჯავშნული აღმოჩნდა, თუმცა ტყვიების შეკავება მაინც ვერ მოახერხდა. ჯანაშია თანხმლებ პირთად ერთად საცხოვრებლის ბალკონიდან გაიქცა. 1 თვის შემდეგ იგი მარსელში მოკლეს.
შუშანაშვილი ამჯერად მარსელის ციხეში იმყოფება. მასთან ერთად კიდევ სამი ქართველი გაასამართლეს, რომელთაგან ორს ექვსი და შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მესამე პირობითი სასჯელით სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






