სანტას ფორმაში გამოწყობილმა ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების დაღუპული ჯარისკაცების შვილებს მიმართა. სამეფო ოჯახის წევრმა ბავშვებს ბედნიერი შობის დღესასწაული უსურვა და დაარწმუნა, რომ ისინი მუდამ მხარდაჭერილნი იქნებიან.
„მინდა გაგამხნევოთ მეგობრებო და მსურს, გააცნობიეროთ, რომ თქვენ გასაოცარი ოჯახის ნაწილი ხართ, ასევე თქვენ ხართ გასაოცარი საზოგადოების წევრი და თქვენ მიიღებთ ყველა იმ მხარდაჭერას, რაც თქვენ დაგჭირდებათ“ ,- განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
მან მიმართა ბავშვებს და აღნიშნა, რომ მშობლების დაკარგვა არის გასაოცრად რთული, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ მოზარდებს შესანიშნავი მომავალი ექნებათ.
ვიდეოში პრინც ჰარის სანტა კლაუსის ფორმა აცვია და Scotty's Little Soldiers-ის ბავშვებს მიმართავს. Scotty's Little Soldiers 2010 წელს დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, სადაც ისეთ ბავშვებს ეხმარებიან, რომელთა მშობლები ბრიტანულ არმიაში მსახურობისას დაიღუპნენ.
მასალის გამოყენების პირობები






