"დაავადებამ წაართვა ხელ-ფეხი, მეტყველების უნარი, მდგომარეობა უმძიმესია"– 24 წლის ლიკას საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 14:45, 22 Dec, 2019     2124
24 წლის ლიკას საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონას უმძიმესმა დაავადებამ ხელ-ფეხი წაართვა.


"დედების ფონდი" უმძიმეს მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.


”მხოლოდ 24 წლისაა ჩემი შვილი, ლაპარაკი აღარ შეუძლია და ტუჩის მოძრაობით შველას გვთხოვს” - ამბობს ლიკას დედა.


გ ა ა ზ ი ა რ ე #ლიკასთვის www.pondi.ge

„ინფექციურის კიბეები სწრაფად ავირბინეთ, თითქოს ჩვენი მისვლით რაღაც დიდი საქმე კეთდებოდა.

რეანიმაციის საწოლზე, თეთრი, ფარფატა სხეული უმოძრაოდ ეფინა, ოცმა დღემ რომ გადაწყვიტა ამ ხალისიანი გოგოს ბედი.

ყველაფერი მუცლის ტკივილით დაიწყო, 10 დღე ლეჩკომბინატის საავადმყოფოში გასტრიტის დიაგნოზით მკურნალობდნენ, ლიკა გაუსაძლის ტკივილებს უძლებდა მაგრამ გამოწერეს, კარგად ხარო შთააგონეს.

გამოწერიდან მეორე დღეს ლიკა დამძიმდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოში, სადაც დიაგნოზი მწვავე პოლინეიროპათია დაისვა… გადაამისამართეს ინფექციურში, მძიმეაო და რეანიმაცია სჭირდებაო…

20 დღე ლიკას სიცოცხლისკენ არცერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამს, მხოლოდ სიცოცხლით სავსე თვალები შერჩა. დაავადებამ წაართვა ხელ-ფეხი, მეტყველების უნარი.

ლიკა მხოლოდ ტუჩის მოძრაობით აგებინებს დედას და თავის დას სიტყვებს… შევხედე თუ არა ტუჩები გაამოძრავა.


“რაო რას ამბობს?” ვკითხე ლიკას დას, რომელიც ცდილობდა ლიკასთვის გაეღიმა და სიცოცხლის სტიმული მიეცა.


“მიშველეთო, ამას იმეორებს მხოლოდ” _ მიპასუხა ლიკას დამ და მაშინ დავფიქრდი რომ მეც მასავით ლიკა მქვია და მეც მისი ტოლი ვარ. ჩემი თანატოლი გოგო ჩემში ხედავს იმედს და აბა მე განა არ შემიძლია ამ გოგოსთვის ვიბრძოლო?!

ლიკას სიცოცხლეს ყოველი წუთი წყვეტს, ეხლა ვიდრე მე ამ წერილს ვწერ, პარალელურად ლიკას ბედი წყდება…

და როცა მე ვიდეო ჩართვაში ამ გოგოს ამბავი თავენამდე მომქონდა, რეანიმაციის კარი გაიღო და სიტყვაც გაწყდა .

“დატოვეთ რეანიმაცია, თქვენ ვინ მოგცათ ამის გადაღების უფლება?! ”

ვიდეო ჩართვა გავთიშეთ და დავიტოვეთ იმედი რომ ლიკას გაცნობა თქვენთვის მაინც მოვასწარი…“ - ნათქვამია დედების ფონდის წერილში.

დედების ფონდის თქვენი ლიკუნა წიქარიშვილი
ვიბრძვით ჩემი სეხნია #ლიკასთვის

www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD).

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :დედების ფონდი
საქართველოს ბანკი
#GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი:
#GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი:
#GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
#GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი0901700483





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42