აშშ სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ "ჯოჯოხეთური სანქციები" დაამტკიცა, ადმნისტრაცია მათ შერბილებას ითხოვს
მსოფლიო - 17:18, 21 Dec, 2019     1032

აშშ-ის სახელნწიფო დეპარტამენტმა სენატს სპეციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ტრამპის ადმინისტრაცია ე.წ. "ჯოჯოხეთური სანქციების" კანონპროექტის შერბილებას ითხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, ამ სახით რუსეთისთვის სანქციების დაწესება მსოფლიოს ბირჟებზე ქარიშხალს გამოიწვევს და აშშ-ის ეკონომიკასაც ზარალი მიადგება.

ლინდსი გრემის მიერ წარდგენილი ეს კანონპროექტი უპრეცედენტო და დღეისათვის ყველაზე მძიმე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად იკრძალება რუსეთის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციები, ასევე სანქციები წესდება საბანკო სექტორთან დაკავშირებით, ამავე კანონით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება რუსეთი "ტერორიზმის სპონსორად" აღიაროს და მოსთხოვოს სპეცსამსახურებს რეგულარულად მიაწოდოს აშშ-ის კონგრესს მასალები რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა და პუტინთან დაახლოებული პირების უკანონო ფინანსური ოპერაციების შესახებ. შეზღუდვები ეხება ასევე ენერგეტიკის სფეროს, კიბერსანქციებსა და საზღვაო მიმოსვლასაც კი.

კონგრესის ზედა პალატამ 18 დეკემბერს უკვე დაამტკიცა ამ დოკუმენტის ტექსტი, რომელიც იქამდე ერთი წლის განმავლობაში გაბხილვის გარეშე იდო საკანონმდებლო ორგანოში. ახლა იგი სენატმა უნდა განიხილოს და ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს წარუდგინოს. სავარაუდოდ სენატი "ჯოჯოხეთურ სანქციებს" 2020 წლის დასაწყისში განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ სენატის კომიტეტში კანონპროექტის განხილვა დაემთხვა კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასა და ტრამპი-ლავროვის საიდუმლო შეხვედრას.

რამდენად გაითვალისწინებს სენატი ადმინისტრაციის მოთხოვნას ჯერჯერობით უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42