აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ფინალში ოთხი ქვეყანა წარსდგა
საზოგადოება - 14:04, 21 Dec, 2019     1257

ლევან ალექსიძის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესებს იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ უმასპინძლა. ამ საერთაშორისო კონკურსის ფინალურ რაუნდში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და თურქეთიდან.

ლევან ალექსიძემ, როგორც გაეროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის საკონსულტაციო მომსახურებისა და სპეციალური დავალებების სექციის ხელმძღვანელმა, 1975 წლის ნოემბერში ტუნისში პირველი საერთაშორისო სემინარი ჩაატარა თემაზე „მიგრანტი მუშების (მუშაკების) ადამიანის უფლებები“. სემინარზე, რომელსაც 30-მდე სახელმწიფოს ექსპერტი და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროფესორი ალექსიძე გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის რანგში სემინარის წარმმართველი და დასკვნითი მოხსენების ავტორი გახლდათ. ამ სემინარის შედეგად მიღებული რეკომენდაციები მოგვიანებით აისახა მრავალ საერთაშორისო რეგიონულ და უნივერსალურ ინსტრუმენტში. ამასთან, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 12 წლის განმავლობაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის წევრი გახლდათ.

სწორედ ამიტომ საერთაშორისო კონკურსის 2019 წლის თემად მიგრაცია და ლტოლვილთა სამართალი შეირჩა. ავსტრიის, ნიდერლანდებისა და საქართველოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მაღალი რანგის ჟიურის წინაშე კონკურსის მიმდინარე კვირას ჩატარებით კი ასევე აღინიშნა მიგრანტთა საერთაშორისო დღე.

აკადემიკოს ლევან ალექსიძის პროფესიული მემკვიდრეობისა და მისი დაფუძნებული ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის გასაგრძელებლად, ლევან ალექსიძის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ინიციატივით დაფუძნდა. თბილისში ამ საერთაშორისო კონკურსის ჩატარება აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42