ევექსი ჰოსპიტლები საუკეთესო რეზიდენტებს 6 თვიან საექიმო პრაქტიკას საზღვარგარეთ დაუფინანსებს
საზოგადოება - 19:50, 20 Dec, 2019     904

„ევექსი ჰოსპიტლების“ სარეზიდენტო პროგრამის პირველი ნაკადი დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობის შესრულებას შეუდგა. გამოსაშვებ საზეიმო ღონისძიებაზე 47 სტუდენტიდან ორი ყველაზე წარმატებული რეზიდენტი გამოვლინდა. ევექსი ჰოსპიტლებმა გიორგი აბაშიშვილს და ლაშა აფრიამაშვილს 6 თვიანი საექიმო პრაქტიკა ისრაელის წამყვან სამედიცინო ცენტრებში დაუფინანსა. 2019 წლის ევექსი ჰოსპიტლების სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში სწავლა 47 რეზიდენტმა დაასრულა, მათგან 30 უკვე ქსელის მასშტაბით არსებულ ჰოსპიტლებში დასაქმდა.

2015 წლიდან ევექსი ჰოსპიტლები დიპლომის შემდგომი მზადების პროცესში ჩაერთო და დღეს ის აკრედიტირებულ 29 სარეზიდენტო პროგრამას მართავს. 4 წლის განმავლობაში ევექსი ჰოსპიტლების სარეზიდენტო პროგრამებში 315 რეზიდენტია ჩართული. სწავლის პროცესი თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, კახეთსა და იმერეთში მიმდინარეობს. სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელები როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპისა და ამერიკის წამყვანი სამედიცინო ცენტრების პროფესორები არიან. პროგრამაში მიღება ყოველწლიურად ცხადდება და მოქმედებს მოქნილი საგრანტო სისტემა, რომლის მიხედვითაც მისაღები კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტები 100%-იანი გრანტით ფინანსდებიან.

ევექსი ჰოსპიტლები მომავალშიც განაგრძობს წარმატებული რეზიდენტის საექიმო პრაქტიკის დაფინანსებას გერმანიაში, ისრაელში ან ნიდერლანდებში. შედეგად, 3-5 წელიწადში ქვეყანას უცხოეთის წამყვან სამედიცინო ცენტრებში მიღებული გამოცდილების 60-ზე მეტი ექიმი ეყოლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42