სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ
საზოგადოება - 11:22, 20 Dec, 2019     2232

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები გადასცეს. საზეიმო ღონისძიებაზე ხუთიდან 4 გამარჯვებული რეგიონიდან ჩამოვიდა. მოგებული ბილეთების მფლობელებს „მაგნიტის“ წარმომადგენლებმა და გათამაშების წამყვანმა დუტა სხირტლაძემ უმასპინძლეს.

iPhone XS, 2000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში, 4 კაციანი საგზური ევროპაში, 2019 წლის ავტომობილი Toyota Camry და თბილისში მდებარე ოროთახიანი ბინა უკვე გამარჯვებულების მფლობელობაშია. საზეიმო ღონისძიების შემდეგ „მაგნიტის“ წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად ტორტიც გაჭრეს და გამარჯვება აღნიშნეს.

„მაგნიტის“ გათამაშების 30 ბილეთი მქონდა, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ მოვიგებდი. მაშინაც ვერ ვიჯერებდი, როცა დუტამ დამირეკა და მითხრა, გათამაშებიდან გირეკავო. ისე გამიკვირდა, იმ მომენტში ემოცია საერთოდ ვერ გამოვხატე. ძალიან გახარებული ვარ,“ - ამბობს კახა მღებრიშვილი, რომელმაც „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ავტომობილი მოიგო.

„მაგნიტში“ საკმაოდ ხშირად დავდივარ, ამიტომ 300 ბილეთზე მეტი შემიგროვდა. არასდროს არაფერი მომიგია, ამიტომ დუტამ რომ დამირეკა, მაშინაც კი არ მეგონა, რომ რამე მოვიგე. საოცარი შეგრძნებაა, ყველას ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადოს,“ - ამბობს ოროთახიანი ბინის მფლობელი ალექსანდრე პავლიაშვილი.

„მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში დუტა სხირტლაძემ გამოავლინა. წამყვანი გამარჯვებული ბილეთების მფლობელებს ეთერიდან დაუკავშირდა და მათ დაფაზე განთავსებული კონვერტებიდან ერთ-ერთის ამორჩევა სთხოვა. სწორედ ასე გამოვლინდნენ 5 სხვადასხვა საჩუქრის მფლობელები.

გათამაშების ბილეთების გაცემა სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ ყველა ფილიალში 15 სექტემბერს დაიწყო. ყოველი მომხმარებელი, დახარჯულ ათ ლარზე გათამაშების თითო ბილეთს იღებდა. გათამაშების ბილეთების მიღება „მაგნიტის“ მომხმარებლებს 9 დეკემბრის ჩათვლით შეეძლოთ. 14 დეკემბერს კი 4 მილიონამდე ბილეთი დოლურაში მოათავსეს და იღბლიანი მომხმარებლები გამოავლინეს.

„მაგნიტის“ წარმომადგენლების თქმით, კომპანია მომხმარებელს მომავალშიც უამრავ სიურპრიზსა და წამახალისებელ გათამაშებას შესთავაზებს.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 200-მდე ფილიალი აქვს და 4000-მდე თანამშრომელს ასაქმებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42