ცოტნე გამსახურდიას, მდგომარეობა მძიმეა - ექიმებმა მეორე ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღეს
საზოგადოება - 23:57, 19 Dec, 2019     2213
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ქირურგი გიორგი გვახარია აცხადებს, რომ ჩატარდა ოპერაცია ამ წუთებში კი პაციენტს ტომოგრაფია უტარდება რის შემდეგაც ნეიროქირურგი გადაწყვეტს, იქნება თუ არა საჭირო ნეიროქირურგიული ოპერაცია.

ცოტა ხნის წინ კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და ცოტნე გამსახურდიას, მეორე ოპერაციას, თავის ტრეპანაცია უნდა ჩაუტარეს, ვინაიდან თავის არეში მრავლეობითი სისხლჩაქცევები აღენიშნება,

„პაციენტი კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ. აღინიშნება პოლიტრავმა, ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და ე.წ. ჰემო-პნევმო-თორაქსი, ანუ პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. გარდა ამისა, აღენიშნება მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ე.წ. აკრომიონის მორჩის დაზიანებით და თავის მიდამოში, თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობა, ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები.

ჩავატარეთ თორაკოტომია, ანუ გავხსენით გულ-მკერდის ღრუ. ჩავატარე შესაბამისი ოპერაცია. სისხლდენა გაჩერებულია. ახლა პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში, რადიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც თავის ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება. ინახება დაზიანების ხარისხი და ნეიროქირურგი გადაწყვეტს მისი მკურნალობის შემდეგ ტაქტიკას. საჭირო იქნება თუ არა კიდევ დამატებით ნეიროქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა სერიოზული და მძიმეა, პოლიტრავმა მძიმე პათოლოგიაა“,- განაცხადა ექიმმა.


"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42