თსუ-ში ხვალ ირანისტიკის კათედრის დაარსების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
საზოგადოება - 18:22, 19 Dec, 2019     896

20 დეკემბერს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას, რომელიც ეძღვნება თსუ-ში სპარსული ენის სწავლების საუკუნოვან ისტორიასა და თსუ-ის ირანისტიკის კათედრის დაარსების მე-80 წლისთავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა სახელმწიფო ეროვნული ცენტრისა და ქართველ ირანისტთა პირად არქივებში დაცული სპარსული ენის სწავლების საუკუნოვანი ისტორიის ამსახველი, მდიდარი დოკუმენტური მასალა, ფოტოები, იშვიათი გამოცემები, ქართველ ირანისტთა პირადი ნივთები.

2019 წელს შესრულდა 145 წელი კათედრის დამაარსებლისა და პირველი გამგის, პროფ. იუსტინე აბულაძის დაბადებიდან, რომელიც 1918 წლიდან კითხულობდა სპარსულ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ თარიღთან დაკავშირებით, გამოფენის გახსნაზე შედგება ნინო მაქაძის მონოგრაფიის: „იუსტინე აბულაძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა“ პრეზენტაცია.

დამსწრე საზოგადოებას ასევე წარედგინება ჟურნალ „არმაღანის“ (აღმოსავლური ლიტერატურის თარგმანები) სპეციალური ნომერი, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ირანისტის კონსტანტინე ფაღავას (1919-1994), დაბადებიდან 100 წლისთავს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42