აფრიკის სამხრეთ ნაწილში ამინდის მოულოდნელმა ცვლილებამ და ჰაერის ტემპერატურის გაზრდამ შესაძლოა 45 მილიონი ადამიანის შიმშილი გამოიწვიოს, რისი მიზეზიც საჭმლის მარაგების შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს THE GLOBE AND MAIL-ი.
უპრეცედენტო გვალვამ მომავალი თვეების განმავლობაში შესაძლოა, საფრთხეში ჩააგდოს ათობით მილიონი ადამიანი, რადგან საკვების მარაგების ამოწურვის საფრთხე არსებობს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განადგურებულია ხორბლის, სიმინდისა და სხვადასხვა მარცვლეული კულტურის ფერმები გაუსაძლისი გვალვების გამო- უკვე რამდენიმე კვირაა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ უწვიმია. სწორედ ამ მძიმე ამინდების შედეგად არის ჩანჩქერი ვიქტორია დაშრობის ზღვარზე, რომლის წყლის ნაკადი იმდენად შემცირდა, რომ მხოლოდ რამდენიმე ნაკადულადაა დაყოფილი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკვებით მომარაგების სააგენტოს ინფორმაციით, უკვე 11 მილიონ ადამიანს აღენიშნება საკვები პროდუქტების დეფიციტი. ორგანიზაციის თქმით, მსგავსი გვალვა უკანასკნელი 35 წლის მანძილზე უპრეცედენტოა, რაც გლობალური დათბობის გამოვლინებაა.
მასალის გამოყენების პირობები






