ამერიკელი პოლიციის ოფიცერი, რომელიც ჩრდილო კაროლინის სკოლაში იყო გამწესებული უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, სკოლიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც CNN-მა გაავრცელა სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ასახულია თუ როგორ როგორ ძალადობს იგი 11 წლის ბავშვზე. ამის შესახებ წერს CNN-ი.
ვიდეოკადრებში ჩანს პოლიციელი, რომელიც სკოლის მოსწავლესთან ერთად გადაადგილდება დერეფანში, რა დროსაც არასრულწლოვანს მუცელში ურტყამს და იატაკზე მთელი ძალით ანარცხებს, რამდენიმე წამის შემდეგ კი იმავე ქმედებას ისევ იმეორებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოფიცერს ჯარიმა დააკისრა სკოლის ადმინისტრაციამ და გააძევა დაკავებული თანამდებობიდან.
11 წლის ბიჭის ბაბუა, ჯონ მაილსი იმედოვნებს, რომ პოლიციელის საქმეზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.
პროკურორები განიხილავენ ზემოხსენებულ მოვლენას და ჯერ არ განუმარტებიათ იმის შესახებ, მოუწევს თუ არა პოლიციელს პასუხისგება არასრულწლოვანზე ძალადობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები






