აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
მსოფლიო - 10:10, 19 Dec, 2019     1369

აშშ-ში წარმომადგენელდა პალატის უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. კონგრესმა აშშ-ს პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და 230-მა კანონმდებელმა მხარი დაუჭირა მის გადაყენებას, აღნიშნულ საკითხის წინააღმდეგი იყო 197 კოონგრესმენი.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის წევრთა უმრავლესობას დემოკრატები შეადგენენ- 435 სადეპუტატო მანდატზე წარმოდგენილია 233 დემოკრატი, 197რესპუბლიკელი და 5 დამოუკიდებელი კონგრესმენი.

საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა. 4 დეკემბერს კი წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. მიღებულ გადაწყვეტილებას სისრულეში მოსაყვანად დასჭირდება სენატის მხარდაჭერა, სადაც 100 კანონმდებლიდან 53 რესპუბლიკელია, ხოლო 45 დემოკრატია და 2 დამოუკიდებელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სენატორთა მხარდაჭერა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს არ ექნება.

აშშ-ს 243 წლიან საპრეზიდენტო ინსტიტუციის ისტორიაში, არც ერთი პრეზიდენტს არ დაუტოვებია დაკავებული თანამდებობა იმპიჩმენტის შედეგად, რომელსაც 100 სენატორიდან 2/3 კანონმდებლის მხარდაჭერა დასჭირდება. მანამდე კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა ენდრიუ ჯონსონს და ბილ კლინტონს, თუმცა ორივე მათგანი სენატმა გაამართლა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაანონსა 24 სექტემბერს, რასაც წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით- ტრამპი ცდილობდა უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლას და მისგან ითხოვდა, პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე გამოძიება დაეწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42