საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში პოლიციამ დააკავა ქართველი დედა, რომელმაც თავისი ახალშობილი ბავშვი სანაგვეზე გადააგდო. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა , რომელიც დილით ნაგავს ჰყრიდა- ბუნკერში კი ჩანთაში ჩასმული ახალშობილი ბავშვი აღმოაჩინა და ამის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა.
ქალაქ კალამატას მერმა, მედიასთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალშობილი ძალზე იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ნაგვის მანქანამ დააგვიანა ქალაქში შემოვლა, რომელთაც ბუნკერები უნდა დაეცარიელებინათ ნაგვის ნარჩენებისგან. მისი თქმით, მანქანის მოსვლის შემთხვევაში, ნაგვის მანქანის ეკიპაჟი ვერ გაიგებდა ბავშვის ტირილს და უბედური შემთხვევა მოხდებოდა.
ახალშობილი საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზირებული და იგი დაკვირვებებს გადის ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ- გაცხადებული ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






