რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა 17 დეკემბერს უცხოელი სამხედრო ატაშეების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო ემზადება სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია.
„გრძელდება სამუშაოები ევროპაში აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემების მასობრივი განლაგებისთვის. ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, შავი და ბალტიის ზღვებიშ აკვატორიაში მომძლავრებულია სამხედრო აქტივობა და ალიანსის სამხედრო წვრთნების ინტენსივობა შესამჩნევად შემაშფოთებელია. მათი სწავლების სცენარები მიუთითბს, რომ ნატო მსხბილმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება რეგიონში“ ,- განაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა.
„ბრიუსელის დოქტრინებში რუსეთს მოწინააღმდეგის სტატუსი აქვს,“ - აღნიშნა გერასიმოვმა.
მისი თქმით, მსოფლიოში სიტუაცია არასტაბილურია და მოვლენები სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ამის მიზეზი კი, გერასიმოვის განმარტებით, დიდი ქვეყნების მისწრაფებაა, თავიანთი პრინციპები სხვა, დამოუკიდებელ ქვეყნებს მოახვიონ თავს
გერასიმოვმა აღნიშნა, რომ საშიში სამხედრო ინციდენტების რისკის შესამცირებლად, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება ალიანსთან. მან გაიხსენა, რომ ნატო-ს საქმიანობის გაზრდის ფონზე, დასავლელი მოკავშირეები ერთდროულად ხელს უწყობენ ე.წ. ”რუსული სამხედრო საფრთხის” თეზისის გავრცელებას.
მასალის გამოყენების პირობები






