"დამაინვალიდეს": დაკითხვის დროს მარიანას გარეთ გასვლა იყო ნიშანი, რომ დამრტყმელ ძალას დაველეწე" - ჩოლოიანის მორიგი მსხვერპლი
საზოგადოება - 14:59, 18 Dec, 2019     2119
ნიკა გოგუაძე, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის მხრიდან მის ძალადობაზე და წამებაზე საუბრობს.

ე.წ "ყივწვისის საქმის" პოლიტპატიმარი ნიკა გოგუაძე სტრასბურგის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო თუმცა, ევროპული სასამართლოს რეკომენდაციები მოქმედმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და გამომძიებელი საქმიანობას მაინც აგრძელებდა.

"როდესაც მარიანა ვერ იღებდა სათანადო პასუხებს ჩემგან გავიდოდა გარეთ და შემოდიოდნენ დამხმარე ძალები, დამლეწავდნენ და გავიდოდნენ. მათ სჭირდებოდათ ჩემი აღიარება 48 საათში, ყოველი მისი გასვლის შემდეგ იყო ნიშანი, რომ მე უნდა დაველეწეთ და მიეღოთ ჩემგან აღიარებითი ჩვენება, მარიანას ვთხოვდი ადვოკატს თუმცა, სანამ იზოლატორში არ მოვხვდი ჩემს უფლებადამცველს ვერ შევხვდი" - აცხადებს გოგუაძე.
- ფიზიკური დაზიანებები გეტყობოდათ?
- მეტყობოდა კი არა, სულ დალილავებული ვიყავი...
- არ გააპროტესტა?
- საერთოდაც არა. ექიმის გამოძახებაზე არც უფიქრია. ტკივილგამაყიჩებელიც კი არ შემოუთავაზებია. პირდაპირ საქმეზე გადავიდა. დაიწყეო... ვუთხარი, რა დავიწყო-თქო. ის რომ 2 ათასი რუსი ჯარისკაცი შემოგყავდაო. მაშინ, 9 წლის წინ გაცილებით პატარა იყო და ალბათ ამიტომ, გვერდით ჭკუისდამრიგებელი ეჯდა, შედარებით გამოცდილი კაცი...
- შემდეგ?
ჩოლოიანი ჩემგან სასურველ პასუხს რომ ვერ მიიღებდა, თავს უკმაყოფილოდ გადააქნევდა, ირონიულად გაიღიმებდა, სიგარეტს მომაწვდიდა და თვითონ ვითომ შესვენებაზე გადიოდა. ამ დროს ოთახში შემოლაგდებოდნენ ჯანიანი პოლიციელები. დამიშვებდნენ თავზე წიხლებს, სკამებს ბოთლებს, ისევ დამლეწავდნენ გონების დაკარგვამდე. მერე შემოვიდოდა ჩოლოიანი. იატაკიდან ისევ სკამზე ამწევდნენ და „აბა გავაგრძელოთო“ - ისევ აგრძელებდა დაკითხვას.
- ანუ, იცოდა, რომ გაწამებდნენ...
- რა თქმა უნდა. თუ თვითონ არ გავიდოდა, ანიშნებდა თვალებით და ზოგჯერ თვითონ შემოდიოდნენ ოთახში და მე გავყავდით სხვა კაბინეტში, სადაც დამლეწავდნენ და გონდაკარგულს ისევ მარიანასთან შემიყვანდნენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42