თურქეთმა აშშ გააფრთხილა, რომ მათი ნაბიჯი კვიპროსისთვის შეიარაღების მიწოდების ემბარგოს გაუქმებასთან დაკავშირებით „ სახიფათო ესკალაციას“ გამოიწვევს და დაძაბავს ურთიერთობას ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის. ამის შესახებ წერს AL JAZEERA.
ამერიკის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს შეიარაღებაზე ემბარგო, რომელიც 1987 წელს დაწესდა, რათა ხელი შეეშალათ იარაღის გავრცელებას კუნძულზე და ამ ფორმით ხელი შეეწყოთ კონფლიქტის მოგვარების წახალისებისთვის.
1963 წელს რეაქციულმა ძალებმა გამოიწვიეს შეირაღებული შეტაკება ბერძნულ და თურქულ თემებს შორის. 1974 წელს კუნძულის ჩრდილოეთში თურქეთმა გადმოსხა თავისი შეიარაღებული ძალები და მოახდინა მისი ოკუპაცია, სადაც მოგვიანებით (1976) გამოცხადებულ იქნა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“. ეს იყო რეაქცია იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ კვიპროსის მიერთებას საბერძნეთისათვის. გაეროს ეგიდით 1988 წელს დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის მომავალი გაერთიანებისათვის, რომელიც დღემდე უშედეგოდ გრძელდება. კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებამ ახალი იმპულსი მისცა პრობლემის მოწესრიგებას
ამერიკულ გადაწყვეტილებას "სხვა შედეგი არ მოჰყვება, გარდა კუნძულზე შეთანხმების მიღწევის შეფერხებისა და საშიში ესკალაციის შექმნისა“ - თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს გვიან განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






