ამერიკის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, რომელსაც დასამტკიცებლად დონალდ ტრამპს გადაუგზავნიან. თანხის ოდენობა შეადგენს $ 738 მილიარდ დოლარს, რომელიც გათვლილია ახალი შეიარაღბის შესასყიდლად, სამხედრო ტექნიკის მოდერნიზებისა და ბაზების განახლებისთვის, მომსახურე პერსონალისთვის ხელფასებით უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ წერს NBCNEWS-ი.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებით იქნება 3,1 %, რაც ათწლეულის მანძილზე ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
დოკუმენტში აგრეთვე საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზეც, რომლის მიხედვითაც უნდა დაიხარჯოს ფული ქართული ჯარის მოდერნიზებაზე, აღჭურვასა და ნატოს სტანდარტების დონეზე საჯარისო შენაერთების გაწვრთნაზე.
„კონგრესი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების დამოუკიდებლობას, მხარს უჭერს თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-სა და საქართველოს შორის, ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს მისი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვა“ - ნათქვამია დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები






