"ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ... ლომის წილი სასულიერო პირებს მიგვიძღვის" - მეუფე მელქისედეკი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობაზე
საზოგადოება - 10:15, 18 Dec, 2019     1356
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედექი აცხადებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებაში ლომის წილი სასულიერო პირებს მიუძღვით, რომლებმაც ვერ მოახერხეს და ვერ უჩვენეს სხვებს ის მაგალითი, რაც ქრისტემ აჩვენა თავისი მოღვაწეობითა და თავგანწირვით:

"შეძრწუნებული ვარ და ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
იქნებ ამ უბედურებამ მაინც გამოგვაფხიზლოს და დაგვაფიქროს მთელი საქართველო. იქნებ გავიაზროთ ყველამ, იერარქიის, სოციალური ფენისა თუ სხვა სახის კუთვნილებათა მიუხედავად, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ! ვკლავთ სისხლით თუ უსისხლოდ, რაშიც ლომის წვლილი ჩვენ- სასულიერო პირებს მიგვიძღვის, რომლებმაც ვერ მოვახერხეთ, ვერ ვუჩვენეთ სხვებს ის მაგალითი, რაც ჩვენ ქრისტემ გვიჩვენა თავისი მოღვაწეობითა და თავგანწირვით. ყველა ქართველმა იქნებ მოვახერხოთ იმის გაანალიზება, რომ ლუკა სირაძის ტრაგედია ერთი ოჯახის, ან ქალაქის თავზე დატრიალებული უბედურება კი არა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს ყველა ჩვენგანმა დავკარგეთ 15 წლის შვილი და ეს მგონი საკმარისია, რომ დღეიდან მაინც დავიწყოთ ჩვენს სხვა შვილებზე ზრუნვა. ოღონდ ნამდვილი და არა სადღეგრძელოებითა და ემოციური სიტყვებიდან წამოსული.
მიმოვიხედოთ გარშემო, დავინახავთ თუ როგორი დაუცველია ახალგაზრდობა სოციალური ბულინგის, ძალადობის, ნეგატიური ფონის, ნიჰილისტური განწყობისა და უკიდურესი სიდუხჭირისაგან, შინაური თუ გარეული მტრისაგან. თუ კარგად გავახელთ თვალებს იმასაც დავინახავთ, რომ ასეთ მდგომარეობაში და საფრთხეში მყოფი ახალგაზრდობისათვის რთულია მოინახოს ისეთი სივრცე, სადაც ის რეალურ ნუგეშს, დახმარებასა და თანადგომას მიიღებს. ჩვენ, სასულიერო პირებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ ეკლესია გახდეს ის ადგილი, სადაც მოვა ყველა მაშვრალი და ტვირთმძიმე და მათ ეს გასაჭირი შეუმსუბუქდებათ.
და ბოლოს, ის გულგრილობის ცოდვა, რაც ლუკასადმი გამოვხატეთ და ვერ შევძელით, რომ ამ უბედურებისგან გვეხსნა, იქნებ მისი ოჯახისადმი მზრუნველობით გამოვისყიდოთ და ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ მის წევრებს ის უდიდესი განსაცდელი, რაც სულ ახლახანს დაატყდათ თავს,"- წერს მეუფე მელქისედექი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42