იტალიელი მკვლევარების დასკვნით , წიწაკის ჭამა ამცირებს სიკვდილის რისკს გულის შეტევისა და ინსულტისგან. მეცნიერთა დასკვნით, მრავალი წლის მანძილზე წიწაკის ჭამა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნეოდა, ხოლო ბოლო დროინდელი დასკვნითა და რამდენიმე წლიანი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ წიწაკა ამცირებს სიკვდილის რისკს, რომელიც გამოწვეულია გულის დაავადებებისა და ინსულტებისგან. ამის შესახებ წერს CNN-ი.
ზემოხსენეული კვლევა ჩატარდა იტალიაში, სადაც წიწაკა სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტია- დაკვირვებები განხორიელდა 23 000 ადამიანზე, მათზე ვინც აქტიურად მოიხმარდა წიწაკას და იმ პიროვნებებზე, რომლებიც არ ეტანებოდნენ მას საკვებ პროდუქტად.
კვლევების მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობდნენ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ 8 წლიან მონიტორინგში, აღმოაჩინეს, რომ წიწაკის მჭამელ ადამიანებს 40 %-ით შემცირებული აქვს გულის შეტევის ალბათობა.
ამერიკის კარდიოლოგიური გაერთიანებების აკადემიური წრეები აცხადებენ, რომ თუ ადამიანი წიწაკას მიირთმევს ჩაქცევის რისკი განახევრებულია.
მასალის გამოყენების პირობები






