IRI-ის პრეზიდენტმა, საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთბა გამოთქვა. „ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ“ აღნიშნა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის პრეზიდენტმა დენიელ თვაინინგმა. აღნიშნულ
„ამერიკის ადმინისტრაცია გაკვირვებული იყო. გაკვირვებული იყო კონგრესის ბევრი წევრიც. ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ. IRI-ისა და NDI-ის ჩვეულებრივ თავს ჩაკეტილ საზოგადოებაში ავტორიტარული მთავრობები ესხმიან. ეს რაღაც ახალია, როდესაც თავდასხმა დემოკრატიული მთავრობის ძალაუფლების მქონე პირისგან მოდის. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიის გარკვეულწილად გაუარესებაზე. ვისაუბრეთ ახალ საარჩევნო სისტემაზე და შიდა მოლაპარაკებებზე, მათ შორის ოპოზიციასთან. ჩვენ ვილაპარაკეთ მოსამართლეებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე, მთავრობის უთანხმოების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობებთან. ვისაუბრეთ როგორ ატარებს კვლევას აირაი. საქართველოს სურს დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი იყოს და აირაის სურს ამის მხარდაჭერა“ ,- აღნიშნა IRI-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






