რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე, სევასტოპოლში, ჩაიძირა რუსული წყალქვეშა ნავი მცურავ დოკთან ერთად - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რადიო თავისუფლება.
საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თნახმად, ინციდენტის გამოწვევის მიზეზი იყო დოკის ტექნიკური გაუმართაობა. მცურავი დოკის დამზადებისა და სამსახურეობრივ მოქმედებაში ჩაყენების თარიღად 1938 წელი თარიღდება- სწორედ მისმა ხანდაზმულმა და მოძველებულმა ტექნიკურმა სისტემამ განაპირობა შემკეთებელი დოკის ჩაძირვა.
წყალქვეშა ნავი Б-380, რომელსაც "Горьковский комсомолец"- ი ერქვა, წყალში ჩაუშვეს 1982 წელს. 9 წლის შემდეგ ხომალდი კაპიტალურ რემონტზე დააყენეს სევასტოპოლში.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, უკრაინამ უარი თქვა წყალქვეშა ნავზე მისი ცუდი ტექნიკური მდგომარეობის გამო. მას შემდეგ წყალქვეშა ნავს უტარდება სარემონტო სამუშაოები, რომელიც არასდროს დასრულებულა. 2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაიხადა აუცილებელი ხარჯები ხომალდის აღსადგენად. თუმცა, 2016 წლის გაზაფხულისთვის, ეს გეგმები გაუქმდა, თავდაცვის სამინისტრომ კი გამოაცხადა ტენდერი გემის განკარგვისთვის.

მასალის გამოყენების პირობები






