თსუ - ახალი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“
საზოგადოება - 18:12, 13 Dec, 2019     1162

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის დიპლომის აღების შესაძლებლობა მიეცათ. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საფრანგეთის ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სრული უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.


სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ პირველი აკრედიტებული პროგრამაა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებით დაარსებულ ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში და კურსდამთავრებულს ანიჭებს ორმაგ ხარისხს: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან-ტურიზმის მაგისტრი, ხოლო ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის მხრიდან - ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრი.

პროგრამა ითვალისწინებს ორწლიან სწავლებას, რაც გულისხმობს 120 კრედიტის დაგროვებას 4 სემესტრის განმავლობაში. სწავლება იწარმოება ქართულ ენაზე,ფრანგული ენის კომპონენტებით. პირველი სამი სემესტრი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის მიერ განხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ხოლო მეოთხე სემესტრში, სტუდენტები სწავლას ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტში, ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტში გააგრძელებენ, სადაც დაიცავენ სამაგისტრო ნაშრომს. პროგრამა ითვალისწინებს ფრანგული ენის გაძლიერებულ სწავლებასაც, რათა სტუდენტები მოემზადონ საფრანგეთის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლებისა და 4-5 თვიანი სტაჟირებისთვის მოქმედ ტურისტულ კომპანიაში. ამასთან, პროგრამის კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული მუშაობის ნებართვა საფრანგეთში.

სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ მიზნად ისახავს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მატარებელი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

პროგრამაზე მიღების წინაპირობებია: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საერთო სამაგისტრო გამოცდა, მისაღები გამოცდა საგანში „ტურიზმი“ და ფრანგული ენა B1.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სტუდენტთა დაფინანსებას, ფრანგული მხარე კი უზრუნველყოფს სტუდენტთა სტაჟირებას საფრანგეთში და ფრანგი პროფესორების ვიზიტს საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42