მოსკოვში ტაქსის მძღოლმა გააუპატიურა 18 წლის ბიჭი, რომელსაც მანქანაში ეძინა. დაზარალებული ორსკის მკვიდრია და მოსკოვის ფიჭური კავშირგაბმულობის ცენტრში მუშაობს. ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია.
მისი თქმით, ინციდენტის წინა დღეს იგი პოკროვსკის ბულვარში მდებარე ბარში ისვენებდა. ახალგაზრდა კაცმა ტაქსი გამოიძახა სახლში წასასვლელად და მანქანაში ჩაჯდა.
გზაში თინეიჯერ ახალგაზრდას გაეღვიძა მაშინ, როდესაც მძღოლმა მას გახადა შარვალი, შემდეგ კი დაისვა მუხლებზე და წინააღდეგობის გაწევის მიუხედავად მაინც გააუპატიურა. მომხდარის შემდეგ ტაქსისტმა ბიჭი მანქანიდან ჩამოსვა და გაუჩინარდა.
დაზარალებულის თქმით, მას მანქანაში დარჩა რუსეთის ფედერაციის დამადასტურებელი პასპორტი, IPHONE 10 და ბანკის საკრედიტო ბარათები.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ტაქსისტმა თავისი მგზავრი გააუპატიურა- 5 დეკემბერს მოსკოველმა ტაქსისტმა კლუბიდან გამოსული გოგონა გააუპატიურა, რომელსაც მანქანაში ეძინა.
როდესაც მძღოლი მგზავრს თავს დაესხა, დაზარალებულის მეგობარი გოგონა გადმოხტა მანქანიდან და გამოიძახა პოლიცია. იმავე ღამეს მანქანის მძღოლი დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები






