აშშ-ს სენატმა ერთსულოვნად მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს სომეხთა წინააღმდეგ წარმოებულ გენოციდს ოსმალური იმპერიის მიერ ერთი საუკუნის წინ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა და აღნიშნა, რომ ზემოხსენებული მოვლენა არის სიმართლისა და სამართლიანობის ზეიმი.
ნიუ-ჯერსის სენატორის, ბობ მენდესის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია აღიარებს 1915-1923 წლებში თურქი სამხედროების მიერ 1.5 მილიონი სომეხის მასობრივ ხოცვას.
„სომეხთან გენოციდის აღიარებით, სენატმა საბოლოოდ აღიარა ისტორიული მოვლენა და ის ფაქტები, რაც ხდებოდა 1915-იდან 1923 წლამდე . ამ მოვლენას ზედმეტი შეფასება არც ჭირდება. „,- აღნიშნა მენდესმა.
„სენატმა საბოლოოდ დაიკავა პოზიცია და უთხრა სიმართლე სიბნელეს, ბოროტებას, მკვლელსა და გენოციდს, რომლის შედეგადაც 1,5 მილიონი დაღუპული ადამიანი უდანაშაულოდ და მსხვერპლად იქნა აღიარებული“ ,- აღნიშნა რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა.
სენატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და დაგმო ამერიკელების მიერ გენოციდის აღიარება- „ ისინი, ვინც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ არიან ლაჩრები, რომელთაც არ სურთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ისტორიის გაპოლიტიზირება“
შეგახსენებთ, რომ 1915-1916 წლებში ოსმალმა თურქებმა მასობრივად განდევნეს ანატოლიაში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა სირიის უდაბნოებისკენ და სხვა მიმართულებებით. ამ პროცესის მილიონზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული თურქი სამხედროების მხრიდან - გარდაცვლილთა რაოდენობა 1.5 მილიონს აღწევს.
თურქეთის მთავრობა აღიარებს, რომ დანაშაულებერივი ქმედებები მართლად ხდებოდა, თუმცა უარყოფენ იმ მოვლენას, რომ ქრისტიანი სომეხი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა მრავალჯერადი დევნისა და განადგურების ფაქტები.
სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ მიჩნეულია 1915 წლის 24 აპრილი, როცა ახალგაზრდა თურქმა მმართველებმა, რომელთა შორის მთავარ როლს ასრულებდნენ თალაათ-ფაშა, ენვერ-ფაშა და ჯემალ-ფაშა, ბრძანეს შეეკრიბათ მთელი სომხური ინტელიგენცია სტამბოლში და გადაესახლებინათ- უმრავლესობა იმავე დღეს დახოცეს.
1915 წლის 24 აპრილს დაიწყო კონსტანტინეპოლში სომეხი ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება (დაჭერა), რამაც გამოიწვია სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა მთელი პლეადის მთლიანი განადგურება. დაკავებულთა სიაში მოხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და პროფესიის ხალხი: მწერლები, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, პოლიციელები და რელიგიური ლიდერები; ერთადერთი ფაქტორი, რომლითაც ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი იყო — ეროვნება და საზოგადოებრივი მდგომარეობა. გამოჩენილი სომეხი მოღვაწეების დაკავება გრძელდებოდა პატარა შესვენებებით მაისის ბოლომდე, ამასთან ერთად დაკავებულებს არავითარ ბრალდებას არ უყენებდნენ.
სომხური მოსახლეობის განადგურება გრძელდებოდა 1918 წლის სექტემბრამდე. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიღუპა 1,5 მილიონზე მეტი სომეხი. დანარჩენი ნაწილი გაიქცა ან გადაასახლეს მესოპოტამიაში, ლიბანში და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა. ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილი სომეხი გაიფანტა მთელ მსოფლიოში.
მასალის გამოყენების პირობები






