36 წლის ბრიტანელმა მამამ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა საშობაოდ აუკრძალა შვილების ნახვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ვერ ნახვის გამო გამოწვეული დეპრესიული მდგომარეობის შემდეგ ჯეიმი ბულმა თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული მედია.
მამაკაცის გარდაცვლილი სხეული ბინაში მისმა მამამ და დედინაცვალმა აღმოაჩინეს.
ბულის შეყვარებულის, სტეფანი კლეიტონის თქმით, მისი ბოიფრენდის მენტალური პრობლემები გაუარესდა შობის შემდეგ, როდესაც მისმა ყოფილმა ცოლმა აუკრძალა შვილების ნახვა. „ეს იყო ერთადერთი და ნომერ პირველი მიზეზი, რის გამოც იგი იყო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში“ ,- განაცხადა კლეიტონმა.
ჯეიმის ძმამ, კრის ბულმა აღნიშნა: „ საოცარია, რომ მიუხედავად მისი უმძიმესი შინაგანი მდგომარეობისა და ფსიქოლოგიური პრობლემებისა, იგი მაინც ახერხებდა სხვებს დახმარებოდა“.

მასალის გამოყენების პირობები






