ნორვეგიაში ერთ-ერთი მამაკაცის ფერმის ქვეშ აღმოაჩინეს ჩამარხული ვიკინგური ნავი. გავრცელებული ინფორმაციის, აეროგადაღების შემდეგ დადასტურდა, რომ ზუსტი ადგილმდებარეობა აღნიშნული ნავის აღმოჩენისა წარმოადგენს დაბა ედოეი, ნორვეგიის აღმოსავლეთით.
ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ინსტიტუტის (NIKU) გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მანუელ გაბლერი და არქეოლოგი დაგ-ოვინდ სოლემი, შემთხვევით გადააწყდნენ ფრენისას ფერმერის მიერ აღმოჩენილ საცურაო აპარატს, რომლის ამბავმაც ინტერნეტ სივრცე მოიცვა. ხომალდს ედოეის გემი უწოდეს.
გემი შეიძლება მიეკუთვნებოდეს ვიკინგების ხანას, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 800-დან 1000 წლამდე არსებობდა, ან უფრო ადრეც შესაძლოა არსებულიყო ნორვეგიის ტერიტორიაზე, ევროპაში ფრანკების გამოჩენისთანავე.
ვიკინგურ მცურავ საშუალებას 26 მენიჩბე მართავდა, რომელიც ძალზე სწრაფად გადაადგილდებოდა და მას აქტიურად იყენებდნენ ინგლისურ დასახლებებზე თავდასხმებში.
მასალის გამოყენების პირობები






