თსუ-ში პრესკონფერენცია -"TEDxTbilisi - 2019"-ის თემაზე გაიმართა
საზოგადოება - 11:07, 12 Dec, 2019     730

ცხოვრების ხელოვნება იქნება TEDxTbilisi 2019-ის სასაუბრო თემა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ამ თემის გარშემო სასუბროდ და მათი ინოვაციური პროდუქტის, ხედვის თუ იდეის TEDx აუდიტორიისათვის გასაზიარებლად სხვადასხვა პროფესიის და ასაკის 9 სპიკერი გაერთიანდება.

TEDxTbilisi-ის პირველი ღონისძიებაც თსუ-ში გაიმართა 2012 წელს. „მოხარულები ვართ, რომ წელს უკვე მეოთხედ ვმასპინძლობთ საინტერესო ინოვაციური იდეების ფორუმს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, დაინტერესებულ საზოგადოებას, საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს გლობალურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა იქნება ცხოვრების ხელოვნება,“ - განაცხადა თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა მამაგულიშვილმა.

„ჩვენი აზრით ცხოვრების ხელოვნება არის ადამიანის მუდმივი ზრდა და სიახლეების ძიება. შევეცადეთ მოგვეძებნა სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამაინები , რომელიც გაგვიზიარებენ ამ ღონისძიებაზე თავიანთ გამოცდილებას , TEDxTbilisi არის ნოვაციების გაზიარების პლატფორმა, რომელიც მოხალისეობრივ საწყისებზე ტარდება მთელ მსოფლიოში,“-აღნიშნა TEDxTbilisi - ის ორგანიზატორმა ნინო ბიგვავამ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 14 დეკემბერს, ერთი დღის განმავლობაში 7 ქართველი და 2 უცხოელი სპიკერი ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს გაუზიარებს. საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელის თამარ გოჩაშვილის თქმით, „საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის განათლების და ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვყოფდი ტედს, როგორც ერთ-ერთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა თავიანთი იდეები გააცნონ მსოფლიოს და დაარწმუნონ ისინი ამ იდეების ღირებულებაში, საქართველო გავაცნოთ მსოფლიოს. ტედის მხარდაჭერები უკვე მეშვიდე წელია ვართ. ვთვლით, რომ ეს ღონიძიება გვაძლევს საშულებას, უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ განათლებაში.“

TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში. საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით - TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.

ერთ-ერთი სპიკერი ლიკა დუმბაძე დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობს იმ გამოცდილებას, რომელიც მას 100-ზე მეტი ქორწილის ორგანიზების შემდეგ დაუგროვდა. TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, სპიკერების მიზანია მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ.

TEDx ფორმატი მუდმივად ვითარდება აქტუალობის და საზოგადოების ინტერესის შესანარჩუნებლად. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემოება, რომ დღეისათვის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც იგი ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და პრესტიჟულ ინტელექტუალურ ფორუმად იქცა. ყოველწლიურად ღონისძიებები 500-ზე მეტ მსმენელს უყრის თავს, ზოგიერთი სპიკერის ვიდეოები კი, პოპულარული გახდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42