"პილატეს სასამართლოს გაგრძელება?!'' - მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) საპატრიარქოში დაიბარეს
საზოგადოება - 20:44, 11 Dec, 2019     1556
მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) საპატრიარქოში დაიბარეს - ამის შესახებ სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომლსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,პილატეს სასამართლოს გაგრძელება?!''

ჩვენი მხრიდან ნათელ მხარეს დგომა, პრინციპულობა, ბრძოლის უნარიანობა, ათწლეულობის განმავლობაში ეკლესიაში დაგროვილ პრობლემებზე მუშაობის დაწყება და რჯულის კანონით გათვალისწინებულ ნორმების დაცვა, როგორც ჩანს მძიმე ტვირთი აღმოჩნდა საპატრიარქოს ,,მსაჯულთათვის''.
ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) უკანონოდ და უსაფუძვლოდ მღვდელმთავრობიდან განყენების შემდეგ როგორც ჩანს დადგა რიგი იმ სასულიერო პირების ,,გაჩუმებისა'', რომლებიც მოვითხოვთ ეკლესიის შიგნით მოწესრიგდეს იმ უმსგავსობობათა ნიაღვარი რაც წლების განმავლობაში განუსჯელი ცოდვის სახით დაგროვდა და რამაც შექმნა არსებული კრიზისი...
დღეს დამიკავშირდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და გადმომცა რომ დაბარებული ვარ ,,ზნეობრივ კომისიაში'', რაზეც უარი მოვახსენე, ვინაიდან დღემდე ვეკუთვნი ჭყონდიდის ეპარქიას, კერძოდ სალხინოს მამათა მონასტერს და ეპარქია არასდროს მიმიტოვებია აღკვეცის დღიდან...
მოგვიანებით დამიკავშირდა ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), რომელმაც დამიბარა საპატრიარქოში 13:30 წთ. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა მექნება...
ქრისტეს სიყვარული და ერთგულება ბევრად აღმატებულია, ვიდრე ამქვეყნიური პატივი და დიდება, რამეთუ თავად უფალი ბრძანებს: ,,..უკეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ'' (ინ. 15. 20).
მხილებისა და შესაბამისად გაჯანსაღების პროცესი შეუქცევადია, რამეთუ უფალი მეფობს: ,,სჯობს სიმართლისათვის დავისაჯოთ, ვიდრე ტყუილით გავმართლდეთ''...

P.S. ვისურვებდი, მომეცეს შესაძლებლობა ღია იყოს შეხვედრა საზოგადოებისთვის..."- წერს მღვდელმონაზონი ანდრია (სარია).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42