აშშ-ში, მერილენდის უძრავი ქონების კომპანიის მიერ გამართულ წვეულებაზე, დასაქმებულ პირებს დაურიგეს წითელი კონვერტები - არც ერთმა მათგანმა იცოდა თუ რა ელოდებოდათ მათ წინ. ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი.
კომპანია „St. John Properties“ ხელმძღვანელობამ წვეულებაზე დასაქმებულ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მათ 10 მილიონი დოლარის ღირებულების ფულად პრემიებს აჩუქებდა.
კომპანიის ყველა, 198-მა თანამშრომელმა მიიღო ფულადი ჯილდო- ყველაზე ახალბედა დასაქმებულებს 100 $ , ხოლო ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე მუშაკებს კი 270 000 $ აჩუქეს. უმრავლესმა მათგანმა 50 000 $ მიიღო.
„ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ იყო, რაც ცხოვრებაში მინახავს. ყველანი ემოციურად შეხვდნენ აღნიშნულ მოვლენას- ისინი ყვიროდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ ”- თქვა კომპანიის პრეზიდენტმა, ლოურენს მეიკრანციმ. მისი თქმით, ხელმძღვანელობა ამაყობს თავისი თანამშრომლებით, რომლებიც არიან საძირკველი და კომპანიის წარმატების მიზეზი.
„ჩვენ გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა მათთვის და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამოგვივიდა“ ,- განაცხადა მეიკრანციმ
მასალის გამოყენების პირობები






