"მასტერშეფის" მონაწილე, დიმუ მენამდე კულინარიით ინგლისში ცხოვრების დროს დაინტერესდა, თუმცა ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად მაშინ მოექცა, როცა მსახიობ თინა მახარაძის შეყვარებული იყო.
დიმუმ მისი და თინა მახარაძის ურთიერთობის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" იზაუბრა და აღნიშნა, რომ თინასთან ძალიან კარგად გრძნობდა თავს.
დიმუ ამბობს, რომ ხალხი რომ არ ჩარეულიყო და ყველას თავისი ცხოვრებისთვის მიეხედა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.
-იყო თუ არა ეს ნამდვილი სიყვარული?
- კი, კარგი იყო. 24 წლის ვიყავი უკვე, როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება და ბევრ რამეზე მსგავსი შეხედულება გვქონდა. ძალიან მარტივი იყო მასთან რამის განხილვა სანამ არ დაიწყო გარკვეული პრობლემები, არც კი გვიჩხუბია.
როგორც, დიმუ ამბობს ამერიკაში თინასთან ერთად უნდა წასულიყო, მაგრამ "საქართველო სენივითაა აქ ადამიანებს მოთხოვნილებად აქვთ ქცეული, რომ კომენტარი გააკეთონ შენზე და განიხილონ, რას რატომ და ვისთან აკეთებ"- აღნიშნა "მასტერშეფის" კონკურსანტმა.
"ამ მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ჯობია ყველამ თავის ბ...ზ მამიდას მიხედოს."
"სარკესთან" დიმუ მენაბდემ თქვა, რომ ჯერ მარტოა და არ აპირებს კარგახანს სერიოზულ ურთიერთობას და ახლა დროს საკუთარ თავს დაუთმობს.
მასალის გამოყენების პირობები






