წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე კუნძულმა შესაძლოა ახალი სახელმწიფოს სტატუსი მიიღოს, თუ პაპუა ახალი გვინეის პარლამენტის ზემოხსენებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგებს დაამტკიცებს ლეგიტიმურად. ინფორმაციას DEUSTCHE WELLE ავრცელებს.
ბუგენვილის კუნძულზე ხმის მიცემა სამშვიდობო პროცესიის ნაწილია, რომელიც დაასრულებს ათწლეულის მანძილზე მიმდინარე ომს - 181 067- მა ადამიანმა მისცა ხმა მელანეზიურ კუნძულზე დამოუკიდებლობის მოპოვებას. რეფერენდუმი სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგია, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც 1988-1998 წლებში ბუგენვილსა და პაპუა ახალ გვინეას შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგადაც 15 000 ადამიანი გარდაიცვალა.
სამოქალაქო ომის მიზეზი ბუგენვილსა და ახალ გვინეას შორის გახდა სპილენძის მაღარო, რომელიც პაპუა ახალი გვინეის ექსპორტის 40 %-ს შეადგენდა. მაღაროში არსებული სპილენძისა და ოქროს მარაგი მილიარდობით დოლარის ეკვივალენტია.
მასალის გამოყენების პირობები






