აშშ-ში სამშაბათს გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და რუსეთის ნომერ პირველ დიპლომატს, სერგეი ლავროვს შორის, სადაც განხილვის ძირითადი საკითხი მოსკოვის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა იყო. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენიმე საათს გაგრძელდა. ინფორმაციას ავრცელებს USATODAY.
პომპეოს თქმით, მან მკაცრად გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში პასუხი ადეკვატურად მკაცრი იქნება, თუ ეს მოხდება 2020 წელს.
ლავროვმა აღნიშნულ საკითხზე განაცხადა, რომ ბრალდებები არის უსაფუძვლო და რეალობას აცდენილი.
აშშ-ს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის განცხადებით, გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა სცადა, რაც, მისი სიტყვებით, ყველა ამერიკელისთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






