თსუ საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებზე მიღებას გამოაცხადებს
საზოგადოება - 20:08, 10 Dec, 2019     736

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე გამოაცხადებს მიღებას. საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების შეთავაზება ეტაპობრივად დაიწყება. 2020-2021 სასწავლო წლისთვის თსუ მიღებას გამოაცხადებს ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET აკრედიტებული და ქიმია ACS სერტიფიცირებული პროგრამებზე. პროგრამები დღეს თსუ-მ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) ერთობლივად წარადგინეს.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU დეკანი საქართველოში პროფესორი ჰალილ გუვენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრები კალიფორნიიდან, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ეს პროგრამები პირველი მერცხალია, მათგან ორმა აკრედიტაცია მიიღო, რაც აგვისტოში ფორმალურად დადასტურდება. მომავალ სასწავლო წელს მიღება გამოცხადდება ABET აკრედიტებულ პროგრამებზე, რაც ნიშნავს, რომ დიპლომი იქნება საერთაშორისო წონის მქონე“, - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტთან შეთანხმება ხდება აკრედიტებული პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის ერთდროულად თსუ-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემაზე. ამასთან, უკვე აშშ ქიმიკოსთა ასოციაციასთან ქიმიის პროგრამის სერტიფიცირების საკითხი წყდება. „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა რეგიონში. ყველას ვულოცავ, ძალიან ხანგრძლივი, 5 წლიანი პროცესი შევძელით და 3 წელში გავიარეთ, აღიარებამაც არ დააგვიანა,“- აღნიშნავს თსუ რექტორი.

SDSU დეკანის საქართველოში, პროფესორ ჰალილ გუვენის თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მისია საქართველოში უკვე შესრულებულია. „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს, ჩვენი პირველი მისია იყო,რომ გვყოლოდა პირველი გამოშვება და კურსდამთავრებულები საქართველოში, ეს მიზანი მიღწეულია, ხოლო მეორე მიზანი იყო,რომ ჩვენი გამოცდილება გადაგვეცა პარტნიორი უნივერსიტეტებისათვის და დავხმარებოდით მათ, გავარემონტეთ ლაბორატორიები, სასწავლო ოთახები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოსალოდნელზე ადრე შეძლო საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება პროგრამებზე, მომავალში დაგეგმილია დანარჩენი ორი უნივერსიტეტის პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭება,“- განაცხადა პროფესორმა ჰალილ გუვენმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე აღნიშნავს,რომ ABET -ისა და ACS - ის აკრედიტებული სპეციალისტები შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები არიან. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რადგანაც საერთაშორისო აკრედიტაცია, როგორიც არის ABET და ამერიკის ქიმიის საზოგადოება, პირველად ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ნებისმიერი ინვესტორი,რომელიც საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგში შემოდის საქართველოში და ინვესტიციას ახორციელებს, ითხოვს სწორედ ამ სერტიფიცირების და აკრედიტაციის მქონე კურსდამთავრებულებს. თსუ კი გახლავთ პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა“, - აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.

„ეს დიპლომი მოგვცემს საშუალებას,რომ მივიღოთ ისეთივე ხარისხის განათლება საქართველოში,როგორსაც მივიღებდით საზღვარგარეთ. მე აღარ მაქვს იმის აუცილებლობა,რომ წავიდე უცხოეთში, ან სან-დიეგოში სასწავლებლად, რადგან იგივე ხარისხის განათლებას მივიღებ აქ, საქართველოში,“- აღნიშნავს თსუ-ში სან დიეგოს უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის, მეორე კურსის სტუდენტი, გიორგი ბოხოჩაძე.

აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - მოიცავს $34 მლნ ბიუჯეტის უმაღლესი განათლების პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების დანერგვა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.

შედეგად, 2014 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს. პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების უკვე თავად განხორციელება. პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42