"ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროს აფეთქების ორგანიზატორი იყო" - ვლადიმერ პუტინი
მსოფლიო - 11:37, 10 Dec, 2019     1257

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბერლინში მოკლული საქაქრთველოს მოქალაქე და ეროვნებით ჩეჩენი სამხედრო, ზელიმხან ხანგოშვილი ტერორისტულ საქმიანობას ანხორციელებდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მოსკოვის მეტროს აფეთქებაზე.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა პრესკონფერენციაზე პარიზში ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში 4 ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დროს.

„ამ ბოევიკმა ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ოპერაციის დროს მოკლა 98 უდანაშაულო ადამიანი“ ,- განაცხადა პუტინმა. მან აღნიშნა, რომ არ იცის ხანგოშვილის სიკვდილის მიზეზი- „ეს არის განგსტერული გარემო და იქ ყველაფერი შესაძლოა მოხდეს“. მედიასთან საუბარში პუტინმა გაიხსენა, რომ არაერთხელ მოითხოვა ხანგოშვილის გადმოცემა რუსეთის უშიშროების უწყებებმა , რადგან იგი ძებნაში იყო , თუმცა მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული ქართული მხარის მიერ.

რუსეთის პრეზიდენტმა ”არასწორი” უწოდა გერმანიის გადაწყვეტილებას, ორი რუსი დიპლომატის გათავისუფლების საკითხზე, რომლებიც ხანგოშვილის მკვლელობაში ფიგურირებდნენ.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ვინაობაც დღემდე უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42