თსუ-სა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 18:04, 09 Dec, 2019     822

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. ამის შესახებ მემორანდუმს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა მოაწერეს ხელი.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად იქნება ჩართული ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლასთან ერთად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში: „ჟვანიას სახელობის სკოლასთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. იმისთვის, რომ სახელმწიფო ენა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რეგიონებში ბევრი პროგრამა ხორციელდება. განსაკუთრებით იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ჩვენ მხარს დავუჭერთ პროგრამის განხორციელებას, ეს ჩვენსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშიც შედის,“-განაცხადა თსუ რექტორმა.

„თსუ-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების კუთხით ჩასატარებელი ტრენინგები უზრუნველვყოთ თსუ-ს ბაზაზე,"- აღნიშნა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.

ორმხრივი მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება ; ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42