აფრიკაში ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვების გამო, დაშრობის ზღვარზეა ჩანჩქერი ვიქტორია, რომელიც მდებარეობს ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე. ჩანჩქერის სიმაღლე 128 მეტრია, რომლიდანაც გადმოედინება მდინარე ზამბეზი. ინფორმაციას GUARDIAN-ი ავრცელებს.
გაუსაძლისმა სიცხეებმა შეამცირა ჩანჩქერზე წყლის ნაკადები მინიმუმამდე. მეცნიერთა აზრით მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, კლიმატურმა ცვლილებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღირსშესანიშნაობის გაქრობა.
ზიმბაბვეს მაღალჩინოსანთა თქმით, სანამ გვალვების გამო ჩანჩქერ ვიქტორიაზე წყლის ნაკადები შემცირდებოდა, წლის დასაწყისში უკვე შეიმჩნეოდა მდინარე ზამბეზზე წყლის მოცულობის კლება დიდი რაოდენობით.
ზამბიის პრეზიდენტმა ედგარ ლუნგუმ აღნიშნა, რომ ეს მოვლენა მკაცრი შეხსენებაა იმისა , თუ რამხელა ზიანს აყენებს კლიმატური ცვლილება გარემოს.
მასალის გამოყენების პირობები






