რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგის სამხატვრო გალერეაში, გამოფენაზე შიშველი ქალის ნახატებზე ინტიმური ადგილები სტიკერებით დაფარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს novayagazeta.
გამოფენის დირექტორმა, ანდრეი ჩაინიკოვმა ტელეკანალ 360-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ვიზიტორების მოთხოვნით, რომლებიც ბავშვებთან ერთად მივიდნენ ღონისძიებაზე.
დაფარულ ნახატთა შორის აღმოჩნდა აგრეთვე ბულგაკოვის ნატაშა რომანიდან „ოსტატი და მარგარიტა“ .
ექსპოზიციაში მონაწილე მხატვარმა ვადიმ ტულუზუკოვმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტის შემსწრე აქამდე არ ყოფილა.
„გაოგნებული ვარ . დღესდღეობით ცდილობენ რაღაცის დაფარვას, რაც სასაცილოა, ამის ნახვა შესაძლოა მუზეუმში, ინტერნეტსა და ტელევიზიებშიც. უფრო მეტიც, მე აქ ზღვარგადასულს ვერაფერს ვამჩნევ. უბრალოდ სისულელეა“ ,- აღნიშნა ხელოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






