საუდის არაბეთში სქესის მიხედვით რესტორნების შესასვლელები აღარ იქნება დაყოფილი. ადრე არსებული კანონის თანახმად, ქვეყანაში არსებულ ყველა კვების ობიექტს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი მამაკაცები, ამჯერად კი სქესის მიხედვით სეგრეგაცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებით კანონში უქმდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რამდენიმე თვით ადრე აგრეთვე გამოიცა ისეთი კანონი საუდის არაბეთში, რომლის თანახმადაც ქალებს ეძლევათ ნებართვა იმოგზაურონ საზღვარგარეთ კაცი მეურვეების ნებართვის გარეშეც. 2018 წელს კი არაბულ სამეფოში მიიღეს დადგენილება, რომელიც ქალებს რთავს ნებას მართონ ავტომობილები.
გენდერული თანასწორობისთვის ძირეული ღნისძიებების დაგეგმარება დაიწყო პრინცმა მოჰამედ ბენ სალმანმა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს უამრავი დისკრიმინაციული დამოკიდებულება ქალთა უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის საზოგადოებაში.
მასალის გამოყენების პირობები






