ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართლდამცავთა თქმით, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან ამოფრქვევის მომენტში რამდენიმე ტურისტი იმყოფებოდა „თეთრი კუნძულის“ ვულკანის კიდეზე. ამის შესახებ წერს BBC.
მედიის მიერ გაცხადებული ინფორმაციით, 23 ადამიანი გადაარჩინეს მაშველებმა. „თეთრი კუნძული“ ახალი ზელანდიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ტერიტორია ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონას წარმოადგენს.
პოლიციის კომისრის მოადგილემ ჯონ ტიმსმა თქვა, რომ "ამ ეტაპზე ძალიან საშიშია პოლიციისა და სამაშველო სამსახურების კუნძულზე გასვლა", დასძინა, რომ კუნძული "დაფარული იყო ფერფლითა და ვულკანური მასალებით".
პოლიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ კუნძულზე 100 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მოკვლევის შემდეგ დამტკიცდა, რომ მათ რაოდენობა დაახლოებით 50-ს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები






