ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე დღეს, 7 დეკემბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის მეგობრებთან ერთად ჩოგბურთს თამაშობდა. მანამდე კი ზაზა ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა. გარდაცვაების სავარაუდო მიზეზი, გულის შეტევაა.
როგორც შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ზაზა ურუშაძე სცენარისტი იყო ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორებიცაა “სამი სახლი”, “დარჩი ჩემთან”, “ბოლო გასეირნება” და 2003-2009 წლებში ასევე სცენარს წერდა სერიალისთვის “ცხელი ძაღლი”.
2013 წელს მან ცნობილი ესტონურ-ქართული ფილმი “მანდარინები” გადაიღო. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე უცხოურენოვან ფილმებისა და ოსკარის საუკეთესო უცხოური ფილმების კატეგორიებში. ამავე წელს ზაზამ საქართველოს კინემატოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.
მასალის გამოყენების პირობები






