ფოლკლენდის კუნძულებთან პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, 105 წლის წინ ბრიტანული საზღვაო ძალების მიერ ჩაძირული გერმანული ძირითადი საბრძოლო კრეისერი შარნჰოსტი აღმოაჩინეს. ხომალდი 1914 წლის 8 დეკემბერს ჩაიძირა მაშინ, როდესაც ბორტზე ეკიპაჟის 800-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ვიდე-ადმირალ ფონ შპისტან ერთად. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
ჩაძირული გემის აღმოჩენა შეძლო სპეციალურმა ჯგუფმა. მათი თქმით, ისინი წყლის ქვეშ ჩრდილების გამოჩენისთანავე ყოველთვის ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რა იმალება ზღვაში- ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს საზღვაო არქეოლოგთა ჯგუფმა წყალქვეშა აპარატების საშუალებით აღმოაჩინა ხომალდი, რომელიც მოგვიანებით დადგინდა რომ კრეისერი შარნჰოსტი იყო. ზემოხსენებული გემის სამძებრო სამუშაოები 5 წლის წინ დაიწყო ფოლკლენდის კუნძლებზე საზღვაო ბრძოლის 100 წლის აღსანიშნავად, თუმცა ჩაძირული ხომალდი ვერ აღმოაჩინეს.
სამძებრო ჯგუფებმა მიმდინარე წელს განაახლეს ოპერაცია წყალქვეშა გემის, ზღვის ფსკერის კონსტრუქტორების და ოთხი ავტონომიური წყალქვეშა მანქანის გამოყენებით.


შარნჰორსტი იყო გერმანიის იმპერიული ფლოტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხომალდი, აღმოსავლეთ აზიის საზღვაო ესკადრონის ერთ-ერთი მთავარი საბრძოლო გემი, რომელიც ოპერირებდა წყნარ ოკეანეში პირველი მსოფლიო ომის დაწყების დღიდან.
კრეისერმა გადამწყვეტი როლი შეასრულა 1914 წლის ნოემბერში კორონელის ბრძოლაში ბრიტანული ფლოტის დამარცხებაში ჩილეს სანაპიროებთან. ეს იყო ბრიტანელთა პირველი მარცხი ზღვაზე, რომლის დროსაც ორი ხომალდი ჩაძირეს, რის გამოც 1600 მეზღვაური დაიღუპა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთის ზღვიდან გამოგზავნეს ხომალდები, რომლებიც კორონელის ბრძოლიდან 5 კვირის შემდეგ დაუპირისპირდნენ გერმანულ გემებს. ხომალდებმა HMS INVINCIBLE-მა და HMS INFLEXIBLE-მა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს შარნჰორსტს, რომლის გამოც 860 მეზღვაური დაიღუპა მცურავი აპარატის ჩაძირვისას.
მასალის გამოყენების პირობები






