აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ხუთშაბათს სანქციები დაანონსა რუსულ კიბერდანაშაულებრივ ორგანიზაციაზე, „ ბოროტების კორპუსზე“ , რომელიც იყენებდა კომპიუტერულ ვირუსებს, რათა ამერიკის ასობით ბანკისა და ფინანსური ინსტიტუციებიდან მოეპარა 100 მილიონ დოლარამდე. ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი.
აღნიშნული ჰაკერული ჯგუფი იყენებდა სპეციალურ პროგრამა „DRIDEX”-ს, რომელიც 40 სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე ახდენდა კიბერშეტევებს, რა დროსაც ათეულობით მილიონი დოლარი იქნა მაქინაციური გზებით მოპარული.
ამერიკის საფინანსო უწყების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თავდამსხმელთა მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა სწორედ ამერიკული ბანკები.
გავრცელებული ინფორმაციით ვირუსული პროგრამები ეგზავნებოდათ იმეილებზე სხვადასხვა მომხმარებლებსა და უწყებებს, რომლის გახსნის შემდეგ კომპიუტერული ქსელი ვირუსდებოდა, რის შემდეგაც ჰაკერები სასურველ ინფორმაციებზე წვდომა ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები






