პარიზში საპროტესტო აქცია შეტაკებებში გადაიზარდა მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის . საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაზე 800 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში- პარიზში,ნანტში, ბორდოსა და რენში.
პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მომიტინგეთა დასაშლელად, რომლის დროსაც 71 მათგანი იქნა დაკავებული. ამის შესახებ წერს BBC.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჯარო ტრანსპორტზე შეფერხება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება- სრულად გაფიცულნი არიან სარკინიგზო ტრანსპორტის თანამშრომლები, რის გამოც მეტროს მუშაობა პარალიზებულია. აგრეთვე შეფერხებით მუშაობს აეროპორტები- ფრენების დიდი ნაწილი გაუქმდა პარასკევს.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება, სხვა პროფკავშირებმა პარასკევს მიიღეს გადაწყვეტილება გაფიცვის შემდგომი გეგმის შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები






