უკრაინული პარტია ხმა ამერიკული კომპანია „APPLE” -ის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობის ნაწილად აღიარების ფაქტს ფოტოთი გამოეხმაურა FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე, სადაც ორგანიზაციის სიმბოლო ვაშლი დამახინჯებულადაა გამოხატული , რაც ერთგვარ სიმბოლურ პასუხს წარმოადგენს.
"ყირიმის გარეშე უკრაინა რუკაზე ასე გამოიყურება,"- ასე გამოეხმაურა უკრაინული პროდასავლური პარტია "ხმა" რუსეთში კომპანია Apple-ის რუკაზე ანექსირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების გადაწყვეტილებას.
"ხმა" 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე შექმნილი პარტიაა, რომლის ლიდერი უკრაინელი როკ ვარსკვლავი, ოკეან ელზის სოლისტი და პოლიტიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკია. 2019 წლის უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ხმათა 5.82% მიიღო და ამჟამად უკრაინის პარლამენტში, რადაში 20 დეპუტატით ოპოზიციაშია წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






