საზეიმო შოუს დროს ჯოკერის მიერ "დაცხრილული" 6 წლის ბავშვები - შემთხვევა დაბადების დღის ცენტრში
თბილისში, ერთერთ დაბადების დღის ცენტრში, 4-6 წლის ბავშვებს, აგრესიის ელემენტების შემცველი შოუ უჩვენეს. როგორც 6 წლის გოგონას მშობელი წერს, ზეიმის ბოლოს გამოჩნდა პერსონაჟი ჯოკერი, რომელმაც სათამაშო ავტომატი ამოიღო და ბავშვები "დაცხრილა", მერე კი სათამაშო ავტომატი იუბილარს გადასცა და ურჩია, თანატოლებიდან ის "ჩაეცხრილა", ვინც თვითონ უნდოდა.
6 წლის ბავშვის დედა წერს:
ჩემი 5 წლის შვილი, ნინა, მყავდა კლასელის დაბადებია დღეზე Dejavu Birthday Club-ში. დაბადების დღის ბოლოს ბავშვებს უთხრეს, დაუძახეთ ჯოკერსო (6 წლის ბავშვის დაბადების დღეა). ნინამ ეგრევე მითხრა, ჯოკერი მოდის და მეშინია, ჩემთან იყავიო. კიდევ კარგი, უკვე მისული ვიყავი, არც მინდა იმის წარმოდგენა, იქ რომ არ ვყოფილიყავი!
სცენაზე გამოვიდა ჯოკერი, დაჯდა სკამზე, შუქები აქვს დანათებული, თავი აქვს ჩახრილი, ისმის დაძაბული მუსიკა და ჯოკერის საშინელი სიცილი. ნინას სახე აელეწა და ეგრევე გამოვიყვანე. პალტო რომ ჩავაცვი და გასასვლელისკენ გამყავდა, გავხედეთ სცენას და რას ვხედავთ: ჯოკერმა აიღო ავტომატი, მიუშვირა ბავშვებს და "ჩაცხრილა"! ნინა გამოვაქანე ცენტრიდან, მაგრამ ძალიან დიდხანს ვამშვიდებდი. რატომ გავიხედეო, ჩემს მეგობრებს თოფი ესროლაო!
ეს თავის მეგობრებზე ნერვიულობდა და ვინც იქ იჯდა, 4, 5, 6 წლის ბავშვების მდგომარეობის წარმოდგენაც არ მინდა, ჯოკერი რომ ავტომატს მოგიშვერს და გგონია, რომ გესვრის! ნინა მეუბნებოდა, იქ ერთი ბავშვი 4 წლის იყოო. გეხვეწები, ყველა ჩემი კლასელის მშობელს დაურეკე, იქ არავის გადაუხადონ დაბადების დღეო! ვერ ვაჯერებდი, რომ მსახიობი იყო ჯოკერი. გაოგნებული ვარ! აზროვნების უნარი არ აქვს ან ცენტრს ან მშობელს? არ ვიცი, რა ვთქვა! ამ ქვეყანაში მართლა ყველაფერი რეგულირებული უნდა იყოს! და დიახ, მშობლები არ უნდა წყვეტდნენ, მათი 5 წლის შვილი მზად არის თუ არა სკოლისთვის, რადგან იმასაც ვერ ხვდებიან, რომ 5-6 წლის ბავშვის დაბადების დღეზე ჯოკერი არ უნდა მოიყვანონ, რომელიც ბავშვებს ავტომატით აშინებს! მერე თურმე ისე გაგრძელდა დაბადების დღე, რომ ჯოკერმა იუბილარს მისცა ავტომატი და იმას ჰქონდა საშუალება, თავისი მეგობრებისთვის ესროლა. არ ვიცი, რა ვთქვა.
ერთი ვიცი, რომ მომავალში წინასწარ ზედმიწევით გავარკვევ დაბადების დღის პროგრამას და მარტოს ალბათ დიდხანს აღარ დავტოვებ (თქვენც იგივეს გირჩევთ). ჩემს შვილს პირადად მიადგა ფსიქიკური ტრავმა, რომლის გამოც თამამად შემიძლია სასამართლოში ჩივილი! არ ვიცი, ამ პოსტს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ იმედი მაქვს, ამ ცენტრის ადმინისტაცია დაფიქრდება, რომ ბავშვებს რომ უწყობ დაბადების დღეებს, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და რაც არ უნდა მშობლების სურვილით გაამართლო შენი საქციელი, უნდა იცოდე, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის რა პროგრამაა შესაფერისი! მადლობა ყურადღებისთვის“, - წერს ნათია ბუკია.
მის პოსტს მალევე მოჰყვა იმ მშობლის სტატუსიც, ვინც სწორედ ეს ცენტრი შეარჩია მასპინძლად იუბილარი შვილისთვის. მან განაცხადა, რომ ჯოკრის, როგორც პერსონაჟის შემოყვანა თავად ითხოვა ცენტრისგან, მაგრამ აგრესიის ელემენტები არ უნდა ყოფილიყო. ამასთან, იუბილარის მშობელმა დაწერა, რომ როგორც კი სიტუაცია არ მოეწონა, მაშინვე მოითხოვა შოუს შეწყვეტა, მაგრამ ეს, მისივე თქმით, "რთული აღმოჩნდა".
სოციალურ ქსელებში ატეხილი ხმაურის შემდეგ ამ ფაქტს თვითონ დაბადების დღის ცენტრის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა.
"მოგესალმებით. წლების მანძილზე ჩვენი კომპანიის ერთადერთი მიზანია, ბავშვებს ავუხდინოთ სურვილები და ვაჩუქოთ ბედნიერი წუთები. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ნაკარნახევია მხოლოდ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ახალი პერსონაჟი ჩვენ შევქმენით მასზე არსებული ძალიან დიდი მოთხოვნის საფუძველზე და მოიაზრება ჩვენი საახალწლო-საკარნავალო პროგრამების დამატებით შოუდ მოზრდილებისთვის.
ჩვენი „ჯოკერი“ ვიზუალური თვალსაზრისით მაქსიმალურად მიახლოებულია ორიგინალთან და აქვს შესაბიმისი სათამაშო რეკვიზიტები, რამაც პერსონაჟს ზედმეტად რეალისტური სახე მისცა.გულწრფელად ვწუხვართ და გვსურს მოვუბოდიშოთ იუბილარის მშობლებს, ბავშვებს და სხვა სტუმრებს, ვინც თავი არაკომფორტულად იგრძნო შოუს გამო.
მიუხედავად პერსონაჟის ნეგატიური ხასიათისა, მის მიღმა ნიჭიერი და თბილი ადამიანი იმალება", - ნათქვამი იყო განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა