წაკითხულის გააზრება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - დიმიტრი შაშკინის თქმით, PISA-ს ანგარიში საქართველოსთვის კატასტროფულია
საზოგადოება - 14:23, 04 Dec, 2019     1189
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” (PISA) 2018 წლის ანგარიშს, რომლის მიხედვით ქართველ მოსწავლეებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ და ასევე სავალალოა ვითარება მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაზო ცოდნის მიმართულებით. „ნიუპოსტთან“ განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ამ სიტუაციას აფასებს.

ყოფილი მაღალჩინოსანი სავალალო სურათს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.

განათლების ექსმინისტრი აცხადებს, რომ 2015 წლის კვლევასთან მიმართებით, ქართველი მოსწავლეების შედეგები ანგარიშის სამივე მთავარ კრიტერიუმში (წაკითხულის გააზრება, მათემატიკა, მეცნიერებები) მკვეთრად არის გაუარესებული.

„PISA-ს კვლევამ აჩვენა ის კატასტროფული სურათი, რომელიც არსებობს საქართველოს განათლების სისტემაში. ეს უფრო მძიმე შედეგებია იმ ფონზე. ახალი მონაცემებით ჩანს, რომ სისტემაში სრული რეგრესია. წინა კვლევაში ჩვენ ვიყავით არგენტინასა და ყატართან ერთად დასახელებული როგორც ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მაღალი პროგრესი ჰქონდა განათლების სიტემაში.

​აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ PISA აფასებს განათლების სისტემას - 3 წლით. ანუ კვლევამ, რომელსაც ახლა განვიხილავთ, იმან აჩვენა სურათი, რომელიც 2016 წელს გვქონდა სისტემაში. 2015 - ში როცა ჩატარდა სამუშაო, კვლევამ შეაფასა 2012 წელი და სწორედ აღნიშნული კვლევის მიხედვით საქართველომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებთან ერთად აჩვენა მსოფლიოს შორის ყველაზე მაღალი წარმატება მათემატიკაში და მეცნიერებაში. ხაზგასმული იყო ჩვენი სისტემის პოზიტიური ზრდა.

ბუნებრივია, ჩვენ შორს ვართ ევროპის წამყვანი ქვეყნებისგან, მაგალითად როგორიცაა ფინეთი, თუმცა PISA-ის მკვლევარებმა 2015 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღიარეს ის უზარდმაზარი პროგრესი, რომელიც იყო 2012 წლამდე განათლების სისტემაში. ახლა კი ბევრად უფრო მტკივნეულია რასაც ვხედავთ, ქართველ მოსწავლეებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ, სავალალოა ვითარებაა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაზო ცოდნის მიმართულებით.

სწორედ ეს შედეგი მოიტანა "ქართული ოცნების" პოლიტიკამ. როდესაც არიგებენ მხოლოდ ვაშლებს, იპარავენ ფულს , ბავშვები არ დადიან სკოლაში.

სამწუხაროდ შედეგად ვიღებთ მსგავს უმძიმეს მდგომარეობას. ბიძინა ივანიშვილი კი გვეუნება, რომ თქვენთვის საქართველოში სამუშაო არ არის, წადით სხვა ქვეყნებში და იქ იმუშავობთო“- აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42